Home » ეკონომიკა » ლაშა ხუციშვილი – 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, რაც ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება

ლაშა ხუციშვილი – 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა 12.7%-ით გაიზარდა, რაც ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის 12.7%-ით ზრდა ამყარებს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ორნიშნა იქნება.

„მიმდინარე წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 18.7%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდა ფიქსირდება არა მხოლოდ 2020 წელთან მიმართებით, 9%-ზე მეტით გაიზარდა ეკონომიკა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებითაც. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ 2021 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკა გაიზარდა 12.7%-ით, რაც პრაქტიკულად, ამყარებს ჩვენს პოზიტიურ მოლოდინს, რომ მიმდინარე წელს, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება ორნიშნა დონეზე“, – აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

როგორც ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ივნისის ეკონომიკურ ზრდაში, პრაქტიკულად, ყველა სექტორმა შეიტანა წვლილი.

„დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელთა ბრუნვები 37%-ითაა გაზრდილი და ეს ზრდა ნაწილდება ყველა სექტორზე. უმჯობესდება სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც – მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული ექსპორტის მაჩვენებელი, პოზიტიურია დინამიკა გადმორიცხვების მიმართულებით. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება დასაქმების მაჩვენებელზეც“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

2021 წლის ივნისში დაფიქსირებული ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებლის შესახებ ლაშა ხუციშვილის კომენტარს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

Share