Home » ფინანსები » „ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“

„ლარის კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია“

„კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია,“ – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

კობა გვენეტაძის განმარტებით, რაც ლარის გაცვლით კურსზე გავლენას ახდენს ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც ქვეყანამ ტურიზმის შემოსავლებიდან დაკარგა.

„კურსთან დაკავშირებით მოგეხსენებათ, რომ საქართველოში მცურავი გაცვლითი კურსია და კურსთან დაკავშირებით რაიმე პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია.

 რაც შეეხება ინფლაციას, მოგეხსენებათ, არამარტო ჩვენ, არამედ მთლიანად მსოფლიო კოვიდპანდემიის გავლენის ქვეშ ვიმყოფებით და ძალიან დიდია ამ შემთხვევაში გაურკვევლობის ფაქტორი. ძალიან ხშირად იცვლება სიტუაცია. დღეს, რაც მოქმედებს საქართველოში ლარის გაცვლით კურსზე, ეს არის ძალიან დიდი თანხა, რომელიც დავკარგეთ ტურიზმის შემოსავლებიდან.

ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 2019 წელსაც გვქონდა შოკი. მხოლოდ საქართველოს ჰქონდა ეს შოკი ფრენების აკრძალვის გამო და ამან გაცვლით კურსზე იმოქმედა და შემდეგ ინფლაციაზე აისახა. არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორში მოხდა ძალიან დიდი გაუფასურება, რაც ასევე გავლენას ახდენს კურსთან დაკავშირებით.

ეროვნული ბანკი ყველა ზომას მიიღებს იმასთან დაკავშირებით, რომ ფასების ზრდა მაღალი არ იყოს, მაგრამ თუ გადავხედავთ მეზობელ ქვეყნებსაც, თითქმის ყველა ქვეყანაში შეინიშნება ფასების ზრდა და ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმის, რომ ქვეყნებში არის შეზღუდვები და დამატებითი ხარჯების გადაცემა ხდება ზუსტად ფასებში.

ამავე დროს, საქარველოში ჯერ კიდევ არის მაღალი დოლარიზაცია და აქედან გამომდინარე, კურსის გაუფასურების გამო, ეს ხარჯები უკვე ფასებშია გადაცემული“, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

Share