Home » ფინანსები » “ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას”
"ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას"

“ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას”

ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის განცხადებით, ლარის კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას.

როგორც ხადურმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნულმა ბანკმაც გააკეთა განცხადება, რომ კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით.

„გაცვლითი კურსის ცვლილება გამოწვეული იყო ერთჯერადი ტრანზაქციებით. არაერთი განცხადება გაკეთდა, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ეროვნული ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, რომ კურსი დასტაბილურდება და საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს გამყარების ტენდენციას”, – განაცხადა ხადურმა.

Share