Home » ფინანსები » “ლარის გაუფასურება პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ბრალია”
"ლარის გაუფასურება პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ბრალია"

“ლარის გაუფასურება პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ბრალია”

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, თამაზ მეჭიაური, ლარის გაუფასურებას პრეზიდენტისა და საკონსტიტუციო სასამართლოს მიაწერს.

მისი თქმით, შიდა ფაქტორების გარდა, ეროვნული ვალუტის გაუფასურებაში წვლილი სწორედ ამ ორ ინსტიტუტს მიუძღვის.

„კურსთან მიმართებაში თუ რაიმე მოხდება, ან აქამდე თუ მოხდა გარე ფაქტორების გარდა თუ ვინმე მიუთითებს, რომ ეს შიდა ფაქტორების ბრალი იყო, შიდა ფაქტორები მაქსიმალურად ორი ინსტიტუტის გადაწყვეტილებების გამო იყო გამოწვეული, ეს იყო პრეზიდენტი და საკონსტიტუციო სასამართლო, ეროვნული ბანკი ისედაც იყო, მათ ეროვნულ ბანკს საშუალება კონტროლის გარეშე თავისი საქმიანობა გაეგრძელებინა,”- განაცხადა თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Share