Home » ფინანსები » ლარის გამყარების მიზნით გარკვეული რეგულაციები იგეგმება
ლარის გამყარების მიზნით გარკვეული რეგულაციები იგეგმება

ლარის გამყარების მიზნით გარკვეული რეგულაციები იგეგმება

ლარის კურსის ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა ძალიან გაზრდილია, ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა, –  ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

“რაოდენობრივად გაზრდილია ექსპორტი, თუმცა თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექპორტო ძირითად ბაზრებზე ფასები დაცემულია, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს. ამის გამო არის სწორად ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით. ასევე, ეროვნულ ბანკთან ერთად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება, რათა დავეხმაროთ ლარის დასტაბილურებას და გამყარებას”,-აღნიშნა გიროგი კვირიკაშვილმა.

რაც შეეხება კონკრეტულად რეგულაციებს, როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

“კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესით არის განპირობებული –  მოხმარება არის გაზრდილი. ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება”,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Share