Home » ფინანსები » “ლარის დასტაბილურება მთავრობისა და სებ-ის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი”
"ლარის დასტაბილურება მთავრობისა და სებ-ის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი"

“ლარის დასტაბილურება მთავრობისა და სებ-ის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი”

ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურება მთავრობისა და ეროვნული ბანკის ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი, – ამის შესახებ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მრჩეველმა ეკონომიკის საკითხებში, გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.

“ფაქტია, ნეგატიური მოლოდინი ლარის კურსის დევალივაციასთან დაკავშირებით მაღალი იყო. ასეც მოხდა. მნიშვნელოვანი იყო ეროვნული ბანკისა და მთავრობის ერთობლივი კოორდინირებული მუშაობა, ერთობლივი ღონისძიების დაგეგმვა, განხორციელება და მუდმივ რეჟიმში კომუნიკაცია, რაც უნდა ყოფილიყო გამოყენებული ნეგატიური ფაქტორების მოსახსნელად. ეს ნეგატიური მოლოდინები ერთგვარი საბაზრო მექანიზმი და ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია“

– განაცხადა აბაშიშვილმა.

Share