Home » საზოგადოება » „ლარის ასეთი მიწოდების პირობებში შუძლებელია ამან კურსზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს“
„ლარის ასეთი მიწოდების პირობებში შუძლებელია ამან კურსზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს“

„ლარის ასეთი მიწოდების პირობებში შუძლებელია ამან კურსზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს“

“ლარის ასეთი მიწოდების პირობებში შუძლებელია ამან კურსზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს”, – ამის შესახებ “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას”, ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი აცხადებს.

“ინფლაციამ წლის მაქსიმუმს გადააჭარბა (7%), ეკონომისტობა აუცილებელი არ არის იმის მისახვედრად, რომ დღეს ინფლაციაზე მთავარ წნეხს, გაუფასურებული ვალუტა წარმოადგენს. ლარის დევალვაციის მიზეზზე მე არაერთხელ მისაუბრია და ამას, არაერთი მიზეზიც აქვს, მაგრამ ლარის, ასეთი მიწოდების პირობებში შუძლებელია ამან კურსზე ნეგატიური ზეგავლენა არ მოახდინოს. თავის მხრივ, ასეთი მიწოდების მოთოკვის გარეშე შეუძლებელია, ჯეროვნად იმუშაონ მონეტარულმა ინსტრუმენტებმა და მოხდეს კურსის შემცირება, რამაც თავის მხრივ უნდა შეამციროს ფასების საერთო დონე.

პ.ს. ბოლო 2 თვეა სებ-მა დაიწყო რეფინანსირების სესხების შემცირება თუმცა, ეს ტემპი საკმარისი არ არის, მით უფრო წინა თვეებში, ჭარბი მიწოდების ფონზე”, – წერს ბაირახტარი სოციალურ ქსელში.

Share