Home » ფინანსები » ლარი ევროსთან 6 თეთრით გაუფასურდა, ერთი ევროს ღირებულება – 2.78 ლარი გახდა
ლარი ევროსთან 6 თეთრით გაუფასურდა, ერთი ევროს ღირებულება - 2.78 ლარი გახდა

ლარი ევროსთან 6 თეთრით გაუფასურდა, ერთი ევროს ღირებულება – 2.78 ლარი გახდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.78 ლარი გახდა. ამაზე მეტად გაუფასურებული ლარი ევროსთან მიმართებით მხოლოდ ერთხელ იყო. ლარი ევროსთან დღეს მთელი 6 თეთრით გაუფასურდა. ევროსთან მიმართებით ლარის ყველაზე დაბალი კურსი გასული წლის სექტემბერში დაფიქსირდა, როდესაც ერთი ევრო 2.8 ლარი ღირდა.

ლარი დღესვე მცირედით დოლართანაც გაუფასურდა. ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.495 ლარი გახდა.

ლარის გაუფასურება საგადამხდელო ბალანსის გაუარესებას უკავშირდება. შემცირებულია ექსპორტის, ფულადი გზავნილებისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, რაც კურსის ცვლილებას იწვევს. ტურიზმის ზრდა კი 4%-ს არ აღემატება, რაც სხვა წყაროებში არსებულ კლებას ვერ აბალანსებს, შედეგად კი ლარი უფასურდება.

ეროვნულმა ბანკმა ლარის გაუფასურების შესაჩერებლად სავალუტო რეზერვებიდან უკვე $60 მილიონი დახარჯა.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

Share