Home » ეკონომიკა » ლარი 8.19 თეთრით გამყარდა

ლარი 8.19 თეთრით გამყარდა

მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ლარი მკვეთრი გამყარების გზას დაადგა. ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული 1-ლი ოქტომბრის ოფიციალური კურსით ლარი მსოფლიო ვალუტებთან 8-10 თეთრით გამყარდა.

1 აშშ დოლარი 8.19 თეთრით გამყარდა და ის 3.2878-ის მაგივრად 3.2059 ეღირება. 8.55 თეთრით 3.7560-მდე გამყარდა ლარის კურსი ევროსთან. 28 სექტქტემბერს ევროს ღირებულება რეკორდულ ნიშნულს  3.8812-ს აღწევდა. თანხობრივად ყველაზე მეტად – 10.43 თეთრით 4.1212-მდე ლარი სტერლინგთან მიმართებაში გამყარდა.

გამყარების მიუხედავად წლის დასაწყისთან შედარებით ლარი კვლავ გაუფასურებული რჩება. 1-ელ იანვარს 1 დოლარი 2.8661, 1 ევრო 3.2143 ხოლო 1 გირვანქა სტერლინგი 3.7735 ღირდა.

Share