Home » ახალი ამბები » ლაფანყურში, მოსახლეობა სოფელში ჰესის აშენებას აპროტესტებს

ლაფანყურში, მოსახლეობა სოფელში ჰესის აშენებას აპროტესტებს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში მოსახლეობის ნაწილი მეორე ღამეა კარავში ათენებს. მათი თქმით, ,,ლოპოტა 1” ჰესის მშენებლობა იგეგმება, რის გამოც სოფლის შესასვლელში სადღეღამისო მორიგეობა დააწესეს.

ადგილობრივები, მდინარე ლოპოტაზე 5.9 ლგბტ სიმძლავრის ჰესის აშენებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. „ლოპოტა 1“ ჰესის აშენებას სოფელ ლაფანყურიდან 7 კილომეტრში, შპს „ართანა ლოპოტა“ გეგმავს.

ჰესის მოწინააღმდეგეები ამბობენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მდინარე რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მილებში მოექცევა, რაც ბუნებას გაანადგურებს.

Share