Home » ბიზნესი » ლადო გურგენიძე 4Finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა
ლადო გურგენიძე 4Finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ლადო გურგენიძე 4Finance-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა

ლადო გურგენიძე ევროპის უმსხვილესი ონლაინ მსესხებელთა კომპანიის 4Finance სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. გურგენიძე კომპანიის საბჭოს ზაფხულში შეუერთდა, თავმჯდომარის პოსტზე კი მან ნიკ ჯორდანი შეცვალა.

“სამეთვალყურეო საბჭოს მიზანია, რომ 4Finance საქმიანობის ახალ საფეხურზე გადაიყვანოს. ამისთვის, საბჭო უზრუნველყოფს სწორ მხარდაჭერას და სტარტეგიულ ზედამხედველობას“, – განაცხადა ლადო გურგენიძემ.

აქამდე ლადო გურგენიძე საბჭოში მმართველობის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებით იყო დაკავებული.

4Finance 2008 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს 17 ქვეყანაშია წარმოდგენილი. მათ შორის კომპანია ოპერირებს საქართველოშიც. ჩვენს ქვეყანაში 4Finance–ის წარმომადგენელი, ონლაინ–სესხების ბაზრის ლიდერი Vivus.ge გახლავთ, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე 2013 წლიდან ოპერირებს.

შეგახსენებთ, რომ ლადო გურგენიძე ჯერ-ჯერობით ინარჩუნებს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს პოზიციას ლიბერთი ბანკში, სადაც რამდენიმე კვირის წინ ცვლილებები მოხდა აქციონერთა შემადგენლობაში.

Share