Home » მსოფლიო » კვლევა: კეთილ ადამიანებს მეტი ვალი აქვთ
კვლევა: კეთილ ადამიანებს მეტი ვალი აქვთ

კვლევა: კეთილ ადამიანებს მეტი ვალი აქვთ

ახალი კვლევის თანახმად, იყო კეთილი და ნდობის გამოწვევი, ფინანსების მხრივ, არამოგებიანია. ამის შესახებ Tages-Anzeiger-ის ჟურნალისტი კაროლინე ფრაიგანგი წერს.

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევა აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარებულ 6 სხვადასხვა კვლევას ეფუძნება.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ ადამიანის სიკეთეს თან ახლავს ფინანსური პრობლემების რისკი. მაგალითად, თანხების ნაკლებად დაზოგვა და უფრო მეტი ვალი. „პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ კეთილი ადამიანებისთვის ფულს ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ვიდრე დანარჩენებისთვის”, – წერს ჟურნალისტი.

სპეციალისტების განმარტებით, ხასიათსა და ფინანსურ მდგომარეობას შორის ურთიერთკავშირი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეინიშნება.

„ისინი, ვისაც ბავშვობაში კარგ ბავშვად მიიჩნევდნენ, მოგვიანებით ფინანსურ სირთულეებს განიცდიდნენ. ასეთია ხანგრძლივი კვლევის შედეგები, რომლის მონაწილეებსაც 25 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ”, – ნათქვამია სტატიაში.

Share