Home » მსოფლიო » კვიპროსმა ვაქცინირებული ტურისტებისთვის ტესტირება და სავალდებულო კარანტინი გააუქმა

კვიპროსმა ვაქცინირებული ტურისტებისთვის ტესტირება და სავალდებულო კარანტინი გააუქმა

კვიპროსმა ვაქცინირებული ტურისტებისთვის ტესტირება და სავალდებულო კარანტინი გააუქმა. 10 მაისიდან კვიპროსის საზღვრები ღია იქნება მათთვის, ვინც ვაქცინის ორი დოზა მიიღო. ამის შესახებ გამოცემა “დოიჩე ველე” წერს.

კვიპროსში ჩასულ ტურისტებს კოვიდ 19-ზე ტესტის ჩატარება აღარ მოუწევთ და არც კარანტინის გავლა.

ჯერჯერობით საუბარია 65 ქვეყნის მოქალაქეებზე, რომელებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხებათ. მათ შორისაა ევროკავშირის ყველა სახელმწიფო, ასევე შეერთებული შტატები, რუსეთი, ბელორუსი და უკრაინა.

 

 

Share