Home » საზოგადოება » კრემლი საქართველოს აფრთხილებს, რომ ტურისტები სწორედ რუსეთიდან ჩამოდიან
კრემლი საქართველოს აფრთხილებს, რომ ტურისტები სწორედ რუსეთიდან ჩამოდიან

კრემლი საქართველოს აფრთხილებს, რომ ტურისტები სწორედ რუსეთიდან ჩამოდიან

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც რუსეთიდან რეგულარულად სტუმრობს საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტი“, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს.

„რუსოფობიის გამოვლინება – ეს ჩვენ ძალიან გვაღელვებს, რადგან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო – ეს ქვეყანაა, რომელსაც რუსეთიდან რეგულარულად სტუმრობს საკმაოდ დიდი რაოდენობის ტურისტი. ამიტომ, ამ მხრივ, ეს სერიოზული საკითხია.

 არ შეიძლება ჩვენი უკიდურესი შეშფოთება არ გამოიწვიოს იმ ფაქტმა, რომ რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აგრესიული მანიფესტაციები ჩატარდა. იდგა მათი პირადი უსაფრთხოების საკითხიც. ეს უკიდურესად დასაგმობია“, – აცხადებს პესკოვი.

Share