Home » ახალი ამბები » კრეატიულობით, მოდის ჩვენებითა და გამოფენებით გამორჩეული იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე
კრეატიულობით, მოდის ჩვენებითა და გამოფენებით გამორჩეული - იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე

კრეატიულობით, მოდის ჩვენებითა და გამოფენებით გამორჩეული იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე

კრეატიულობით, მოდის ჩვენებითა და გამოფენებით გამორჩეული – იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე

 იტალიის საელჩომ საქართველოში წელს იტალიის რესპუბლიკის ეროვნული დღე 4 ივნისს აღნიშნა და საზეიმო ღონისძიებაზე მოსულ მრავალიცხოვან სტუმრებს სხვადასხვა გამოფენები, მოდის ჩვენება და უამრავი სიურპრიზი დაახვედრა. „Silk Factory Studio”-ს შთამბეჭდავ სივრცეში წარმოდგენილი იყო იტალიური კრეატიულობის ნამდვილი კალეიდოსკოპი: იტალიური მოდის უახლესი ტენდენციები CNAFedermoda-სთან თანამშრომლობით ორგანიზებულ მოდის ჩვენებაზე და იტალიური დიზაინის კონცეფციები გამოფენაზე  „Italianism“; იტალიელი ალპინისტისა და ფოტოგრაფის, ვიტორიო სელას მიერ გადაღებული მეცხრამეტე საუკუნის საქართველო და ცნობილი იტალიელი ფოტოგრაფისა და პორტრეტისტის, მაქს კარდელის დღევანდელი პეიზაჟებისა და ადამიანთა სახეების ფოტოექსპოზიცია; გასტრონომიასთან დაკავშირებული იტალიური ხელოვნების შედევრების ნამდვილი ფოტოგალერეა და კონკურსში „იტალიური არქიტექტურის ახალგაზრდა ტალანტები“ გამარჯვებული პროექტების ფოტოგამოფენა.

იტალიის ეროვნული დღესასწაული აღნიშვნა უკავშირდება ცნებას “Vivere all’italiana” („იტალიური ცხოვრების სტილი“), რომელიც ცხოვრების წესზე ბევრად მეტია: ეს არის ტრადიციების, ინოვაციების, ტექნოლოგიების, ელეგანტურობისა და ფუნქციონალობის შერწყმა. იტალიური ცხოვრების წესისა და ცნების „Made in Italy“ („დამზადებულია იტალიაში“) პოპულარიზაციას ემსახურება ახალი ინიციატივა „იტალიური ივნისი“ იმ ადგილობრივი კომპანიების მონაწილეობით, რომლებიც საქართველოში იტალიური ნაწარმის შემოტანასა და რეალიზაციას ახორციელებენ და მთელი ივნისის თვის განმავლობაში მომხმარებელს სხვადასხვა აქციებსა და ფასდაკლებებს შესთავაზებენ.

იტალიისა და საქართველოს ჰიმნები და სხვადასხვა სიმღერები ანსამბლმა „რუსთავმა“ შეასრულა, წვეულების ბოლოს კი გაიმართა ავიაკომპანიების “Georgian Airways”-სა e “Wizz Air”-ს მიერ შეთავაზებული, ბოლონიის, რომისა და მილანის ავიარეისების ბილეთების გათამაშება.

იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა უცხოეთში იტალიური კომპანიების ხელშეწყობის სააგენტო ICEITA-სთან თანამშრომლობითა და მრავალრიცხოვანი სპონსორისა და პარტნიორის დახმარებით.

Share