Home » ეკონომიკა » კრაკოვი აჭარის დღეს უმასპინძლებს
კრაკოვი აჭარის დღეს უმასპინძლებს

კრაკოვი აჭარის დღეს უმასპინძლებს

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით პოლონეთის ერთ-ერთი ყველაზე ტურისტული ქალაქი კრაკოვი აჭარის დღეს უმასპინძლებს. ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა ღია ცის ქვეშ, კრაკოვის ყველაზე ხალხმრავალ მოედანზე იგეგმება. უკვე დაწყებულია სცენის მონტაჟი, სადაც ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები შესრულდება, მოედანზე შეკრებილი ტურისტებისთვის კი ქართული ცეკვების მასტერკლასი გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში აჭარის ტურისტულ პოტენციალთან დაკავშირებული ვიქტორინები, გათამაშებები და სხვადასხვა სახის აქტივობებია დაგეგმილი.

ლიტვაში გამართული ღონისძიება გაგრძელებაა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ახალი პროექტის, რომელიც სამიზნე ქვეყნების დიდი ქალაქებში „აჭარის დღეების“ გამართვას ითვალისწინებს. დღემდე დეპარტამენტმა „აჭარის დღეები“ ვილნიუსში, ასტანაში, თელ-ავივში, მინსკში, ვარშავასა და კლაიპედაში გამართა. წლის ბოლომდე კი რეგიონის პოტეციური ტურისტებისთვის ქართული არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ჩვენებას დეპარტამენტი ესტონეთში, ლატვიასა და უკრაინაში გეგმავს.

 

Share