Home » ახალი ამბები » კოტე იოსელიანი – სანდრო გირგვლიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომა
კოტე იოსელიანი - სანდრო გირგვლიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომა

კოტე იოსელიანი – სანდრო გირგვლიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომა

სანდრო გირგვლიანი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომა, – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა კოტე იოსელიანმა განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას თვლის ის „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომად და შეუძლია თუ არა ისეთივე წარმატებით ილაპარაკოს ყოფილი ხელისუფლების შეცდომებზე, იოსელიანმა სანდრო გირგვლიანის შემთხვევა დაასახელა.

„სწორედ ეს არის ბიძინა ივანიშვილის ვირეშმაკობა, რომ თქვენ გაქვთ განცდა, რომ ახლა არის სიახლე და ხელისუფლება არის ახალი, ეს არ არის ახალი ხელისუფლება, ეს ხელისუფლება 6 წელია არის. ამაზე საუბრის მორალური უფლება იქიდან მაქვს, რომ სახელმწიფოს წარმატების მთავარი ამოცანაა ინსტიტუტების ჩამოყალიბება. ჩვენ შევქმენით პოლიციის რეფორმა, ჩვენ აღვადგინეთ ქართული არმია, ჩვენ შევქმენით ქართული დიპლომატია, რომელიც ყველაზე წარმატებული იყო. ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკური განვითარება, შევქმენით ტურისტების ახალი ნაკადის შეუქცევადი პროცესი საქართველოში, ჩვენ განვავითარეთ ფისკალური პოლიტიკა. ნებისმიერი მიმართულებით „ნაციონალური მოძრაობა“ იყო წარმატებული ხელისუფლება და ყველა მიმართულებით, რაც მე ახლა ჩამოვთვალე, „ქართული ოცნება“ არის უკან“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა და დასძინა, რომ ასეთივე წარმატებით წარუმატებლობებზეც შეუძლია საუბარი.

„სანდრო გირგვლიანი იყო შეცდომა „ნაციონალური მოძრაობის“. არც ერთ ეთერში მე ეს არ მითქვამს, მე და სანდრო, ვიყავით მეგობრები, ერთ ქუჩაზე გავიზარდეთ. სანდროს დედას ჰქონდა ტურისტული კომპანია 90-იან წლებში, როდესაც აქ დენი და გაზი არ იყო, მე და სანდრო დუბაიში დავყავდით, როცა არავინ იცოდა დუბაის არსებობა, ხან ეგვიპტეშიც. ასეთი მეგობრები ვიყავით მე და სანდრო. დიახაც, სანდროს მიმართ ძალიან ცუდი ნაბიჯები გადაიდგა, ყველაფერი დანარჩენი არის სპეკულაციის თემა“, – განაცხადა კოტე იოსელიანმა.

Share