Home » მსოფლიო » კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბელგიაში უფასო იქნება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბელგიაში უფასო იქნება

„კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ბელგიაში უფასო იქნება. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ფრანკ ვანდერბრუკმა განაცხადა.

ვანდერბრუკის თქმით, მთავრობის მიზანია, მოსახლეობის დაახლოებით 70 პროცენტის ვაქცინაცია მოხდეს.

„მიზანი არის, რომ მოსახლოების 70 პროცენტის ვაქცინაცია მოხდეს. მეცნიერებთან შეხვედრისა და სოციალური დებატების შედეგად განვსაზღვრავთ პრიორიტეტის ჯგუფებს. ვაქცინა ყველა მოქალაქისთვის იქნება უფასო“, – აცხადებს მინისტრი.

ბელგიაში 11.5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის 540 000 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის  14 000 ადამიანი გარდაიცვალა.

წყარო: 1tv.ge

Share