Home » მსოფლიო » კონკურენცია გაზთან დაკავშირებით – რუსეთი ცდილობს უკრაინა პოლონეთთან წააჩხუბოს

კონკურენცია გაზთან დაკავშირებით – რუსეთი ცდილობს უკრაინა პოლონეთთან წააჩხუბოს

გამოცემა Gordonua.com  უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მრჩეველის, ლანა ზერკალას პოსტს აქვეყნებს, სადაც ყოფილი ჩინოვნიკი აღწერს თუ როგორ ცდილობს რუსეთი უკრაინისა და პოლონეთის ერთმანეთზე წაკიდებას.

“ბანკები და ფინანსები” გთავაზობთ ლანა ზერკალას პოსტს:

“უბრალო ნარატივით გაზის კონკურენციის შესახებ, რუსები ცდილობენ უკრაინა წააჩხუბონ პოლონეთს. მანიპულირება არის კრემლის საყვარელი იარაღი. უკრაინა და პოლონეთი არ არიან კონკურენტები რუსული გაზის ტრანზიტში. ჩვენ ვავსებთ ერთმანეთს და ყოველთვის ვიყავით, ვართ და ვიქნებით მოკავშირეები რუსეთის დივერსიული გაზსადენების და გაზპრომის მონოპოლიის წინააღმდეგ.

მანიპულირება და დეზინფორმაცია არის კრემლის საყვარელი იარაღი. პრორუსი ექსპერტების “მოსაზრებები” გამოჩნდა ევროპულ პრესაში, სადაც ნათქვამია, რომ პოლონეთი დაკარგავს რუსული გაზის ტრანზიტს იმის გამო, რომ უკრაინა შეინარჩუნებს მას (ყოველ შემთხვევაში, სანამ კონტრაქტი ძალაშია).

ასეთი გზით ცდილობს რუსეთი უკრაინა წააჩხუბონ პოლონეთს. ფაქტობრივად, ჩვენი გაზის გადამცემი სისტემები აწვდიან გაზს ევროპის ბაზრის სხვადასხვა ნაწილს, რომლებიც სუსტად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ამიტომ, უკრაინული ტრანზიტის შენარჩუნებით პოლონურ ტრანზიტს არაფერი ემუქრება. უფრო მეტიც, უკრაინის ტრანზიტის შენარჩუნება მნიშვნელოვანია პოლონეთის სამხრეთ რეგიონების ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის.

რატომ გახდა ეს თემა აქტუალური კონკრეტულად ახლა? ძალიან მარტივია – 22 სექტემბერს, გერმანულმა მარეგულირებელმა BNetzA–მა ნება დართო პოლონეთის ნავთობისა და გაზის კომპანიას PGNiG-სა და მის გერმანულ შვილობილ კომპანიას, მონაწილეობა მიიღონ Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცედურაში და გამოხატონ თავიანთი პოზიცია წარმოდგენილი დოკუმენტების გაანალიზებისას. ნათელია, რომ ეს საუბარი რუსებისთვის ადვილი არ იქნება.

ახლა კი რუსულმა პროპაგანდამ სასწრაფოდ წამოიწყო ახალი მითი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ევროპელი კოლეგების ყურადღება მივაქციეთ ამას. ასეთი მითები ამ ზამთარში უფრო მეტი იქნება ვიდრე ოდესმე, მაგრამ ჩვენთვის ეს უცხო არ არის. შევინარჩუნებთ სიმშვიდეს და გავუფრთხილდების “ინფორმაციულ ჰიგიენას”.

სანდრო პირველი

 

Share