Home » ახალი ამბები » კონკურენციის სააგენტომ TAV GEORGIA-ს საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა
კონკურენციის სააგენტომ TAV GEORGIA-ს საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა

კონკურენციის სააგენტომ TAV GEORGIA-ს საქმის მოკვლევის დაწყებაზე უარი განაცხადა

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ „კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრის“ განცხადებაზე, რომელიც TAV Urban Georgia-ს მიერ სარეგისტრაციო მოსაკრებლის ფასის განსაზღვრის პროცესში დომინირებული მდგომარეობის სავარაუდო ბოროტად გამოყენების ფაქტს შეეხებოდა, მოკვლევა არ დაიწყო.

„კონკურენციის სამართლისა და მომხმარებელთა დაცვის ცენტრმა” შესაბამისი განცხადებით სააგენტოს აპრილში მიმართა.

საკონსულტაციო შეხვედრისას განმცხადებელს განემარტა, რომ „ტავ ურბან საქართველო“ რელევანტური მოპასუხე არ არის, ვინაიდან სარეგისტრაციო მოსაკრებლის ფასს განსაზღვრავენ თავად ავიაკომპანიები და არა – აეროპორტის მმართველი კომპანია, რასაც განმცხადებელი თავადვე დაეთანხმა.

შესაბამისად, კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ საკითხზე მოკვლევა არ დაიწყო.

Share