Home » ბიზნესი » კონკურენციის სააგენტო – ბანანის იმპორტიორი კომპანიის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა
კონკურენციის სააგენტო - ბანანის იმპორტიორი კომპანიის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა

კონკურენციის სააგენტო – ბანანის იმპორტიორი კომპანიის მიერ დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა

კერძოდ, სააგენტომ არ დაიწყო მოკვლევა შპს „კავკასუს აგრო კომპანის“ საჩივარზე, რომელიც შეეხებოდა შპს „ჯეო ფრეშ გრუპის“ მიერ საქართველოს ბაზარზე ბანანის სისტემატურ გაყიდვას სავარაუდო თვითღირებულებაზე დაბალ ფასში.

„საქმის მასალების შესწავლისა და სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ, 2017-2018 წლებში საქართველოში იმპორტირებული და ექსპორტირებული ბანანის შესახებ მიწოდებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ მოპასუხედ დასახელებულ ეკონომიკურ აგენტს – შპს „ჯეო ფრეშ გრუპს“ საქართველოს ბანანის ბაზარზე არ უკავია დომინირებული მდგომარეობა. კონკურენციის კანონმდებლობისა და სააგენტოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით კი, შეუძლებელია სახეზე იყოს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი დარღვევა და დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება იმ ეკონომიკური აგენტის მხრიდან, რომელსაც შესაბამის ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არარსებობის გამო, სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დასაშვებად ცნობაზე უარის თქმის შესახებ,“-აღნიშნულია განცხადებაში.

Share