Home » ბიზნესი » კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა
კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა

კომპანიამ „m2 უძრავი ქონება“ გუდაურში სასტუმრო შეიძინა

 

კომპანია „m2უძრავი ქონება“ ზამთრის კურორტ გუდაურში სასტუმროს შეძენის შესახებ აცხადებს. m2-მა მშენებარე სასტუმროს შესყიდვისთვის ჯამურად $7,2 მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 134 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას „m2უძრავი ქონების“ სამშენებლო კომპანია „BK Construction“-ი დაასრულებს. არსებული გეგმის მიხედვით სასტუმრო პირველი დამსვენებლების მიღებას მიმდინარე წლის ზამთრის საკურორტო სეზონის დასაწყისში, 2018 წლის დეკემბერში შეძლებს.

სასტუმროების ქსელის განვითარება m2-ის სტრატეგიის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულებაა. კომპანიის მიერ გამოცხადებული გეგმის მიხედვით, m2მომდევნო სამი წლის განმავლობაში სასტუმროს ნომრების 1000-მდე გაზრდას გეგმავს.

„მოხარული ვარ, რომ m2 ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ კურორტ გუდაურშიც იქნება წარმოდგენილი და დამსვენებლებს კომფორტულ გარემოსა და უმაღლესი ხარისხის მომსახურებას აქაც შესთავაზებს. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა როგორც ჩვენი კომპანიისთვის, ისევე გუდაურისთვისაც“ – აცხადებს კომპანია „m2უძრავი ქონების“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბურდილაძე.

Share