Home » ბიზნესი » კომპანია უნისონი 13 ივნისის შედაგად სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს
კომპანია უნისონი 13 ივნისის შედაგად სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს

კომპანია უნისონი 13 ივნისის შედაგად სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციის გადახდაზე უარს აცხადებს

13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წლის თავზე, მიყენებული ზიანის აღდგენა დღემდე არ დასრულებულა. დაზიანებული ობიექტებს შორის არის კომპანია „ბი-ემ-ესი“-ს საწყობი, სადაც წყალდიდობის შედეგად კომპანიის სასაქონლო მარაგები განადგურდა.

საწყობის განადგურებისა და საქონლის დაზიანების შემდეგ დაზარალებული „ბი-ემ-ესი“ სადაზღვევოკომპანიიდან ელოდა ვალდებულების შესრულებას. თუმცა, კომპანია უნისონის მიერ სადაც საქონელი იყო დაზღვეული ერთი წლის შემდეგაც, ანაზღაურება არ მომხდარა. აღნიშნული საკითხი „ბი-ემ-ესი“-სა და „უნისონს“ შორის დავის საგნად იქცა.

„ბი-ემ-ეს“-ში განმარტავენ რომ, წყალდიდობის შედეგად განადგურდა შპს „ბი ემ ესის“ კუთვნილი 628 547,00ლარის ღირებულების სასაქონლო მარაგები. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე სადაზღვევო კომპანიის მიერ ასანაზრაურებელი თანხა ფრანშიზის გამოკლებით შეადგენდა 595 165,90 ლარს. მიუხედავად ამისა, უნისონმა  2015 წლის 14 სექტემბერს დაზარალებულ კომპანიას მხოლოდ 273581,73 ლარის ანაზღაურება შესთავაზა.

„უნისონის“ განმარტებით ისინი ზარალის ანაზღაურების წინააღმდეგები არ არიან და თვლიან, რომ თანხის დაანგარიშება ხელშეკრულების შესაბამისად ხდება. იმ მიზეზით რომ, სტიქიის დროს საწყობში დაზღვევით გათვალისწინებულზე მეტი საქონელი იყო, სრული ზარალის ანაზღაურებაზე უნისონი უარს აცხადებს.

„ბი- ემ- ეს“-ში განმარტავენ, რომ  სტიქიის დროს საწყობში   დაზღვეული სასაქონლო მარაგები ინახებოდა. გარდა ამისა დაზარალებულ კომპანიაში აცხადებენ, რომ უნისონი მიერ შემოთავაზებული ასანაზღაურებელი ზიანის გაანგარიშების  წესი განხსვავდება მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებითგათვალისწინებული წესისგან. „ბი ემ ესი“ თანახმა იყო მიეღო უნისონის შემოთავაზებული 273 581,73 ლარი, ხოლო დანარჩენ თანხაზე გააგრძელებდნენ დავას. სადაზღვევო კომპანიამ თანხმობა განაცხადა „ბი ემ ესის“ შემოთავზებაზე მხოლოდ იმ პირობითთუ დაზარალებლი „ბი ემ ესი“ დანჩენილ თანხაზე  პრეტენზიას აღარ განაცხადებდა. შედეგად უნისონს დღემდე ერთი თეთრიც არ აუნაზღაურებია, რაც დაზარალებულ კომპანიას დიდ მატერიალურ ზიანს აყენებს.

ერთ წლიანი უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ ორ კომპანიას შორის დავა უკვე სამართლებრივ სივრცეში გადადის და დაზარალებული კომპანია სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

Share