Home » ბიზნესი » კომპანია m²-ში აცხადებენ, რომ „ცენტრ პოინტი“ არ უყიდიათ, თუმცა დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემის პროცესში ჩართვას გეგმავენ
კომპანია m²-ში აცხადებენ, რომ „ცენტრ პოინტი“ არ უყიდიათ, თუმცა დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემის პროცესში ჩართვას გეგმავენ

კომპანია m²-ში აცხადებენ, რომ „ცენტრ პოინტი“ არ უყიდიათ, თუმცა დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემის პროცესში ჩართვას გეგმავენ

m2-ს კომპანია „ცენტრ პოინტი“ არ უყიდია, თუმცა m2-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს კომპანია m2-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა, დავით გორგილაძემ განუცხადა.
დავით გორგილაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ m2-ს კომპანია „ცენტრ პოინტი“ არ უყიდია და არც არის დაინტერესებული მისი შესყიდვით.

„თუმცა m2-ს აქვს შესაძლებლობა, რომ ჩაერთოს იმ პროცესში, რომელიც დაზარალებულებისთვის ბინების გადაცემას ითვალისწინებს. m2-მა საკუთარი ხედვა უკვე გააცნო, როგორც დაზარალებულ ბინათმესაკუთრეებს, ასევე პროცესში ჩართულ სხვა მხარეებს, თუ როგორ შეიძლება ჩვენ მონაწილეობა მივიღოთ ამ პროცესში, თუმცა ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, მაგრამ ხაზგასმით შემიძლია გითხრათ, რომ m2 არ ყიდულობს კომპანია „ცენტრ პონტს“. ამ ეტაპზე დამატებითი კომენტარის გაკეთების შესაძლებლობა არ მაქვს“, – განაცხადა დავით გორგილაძემ.

Share