Home » ბიზნესი » კომპანია “კა-დე-ვე ჯორჯია ” საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქარხნის მშენებლობისთვის $80 მილიონს დახარჯავს
კომპანია "კა-დე-ვე ჯორჯია " საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქარხნის მშენებლობისთვის $80 მილიონს დახარჯავს

კომპანია “კა-დე-ვე ჯორჯია ” საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქარხნის მშენებლობისთვის $80 მილიონს დახარჯავს

კომპანია “კა-დე-ვე ჯორჯია ” საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქარხნის მშენებლობისთვის 80 მილიონ აშშ დოლარს დახარჯავს. კომპანიამ მერიისგან აღებული ვალდებულების ნაწილი უკვე შეასრულა, -ამის შესახებ „კა-დე-ვე ჯორჯიას“  მმართველმა გიორგი ბერიშვილმა განაცხადა, რომელმაც დღეს ერთი წლის ანგარიში საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიას წარუდგინა .

ბერიშვილის თქმით, გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავდა ორი ტიპის ვალდებულებას და გარემოზე ზემოქმედების შეფასება და სამშენებლო ნებართვების მიღება უკვე შესრულებულია.

 მისი თქმით, 10 დღის ვადაში თბილისის მერიასთან საბოლოო ხელშეკრულება გაფორმდება, მყარი ნარჩენების გადამუშავებასთან დაკავშირებით .

“უახლოეს 10დღეში მოხდება საბოლოო  ხელშეკრულების გაფორმება. მყარი ნარჩენები საკმაოდ დიდ პრობლამას წარმოადგენს ქალაქისთვის. ზუსტად ამ მიზნით მერიამ ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა 2 წლის წინ. კომპანიამ გაიმარჯვა ინტერესთა გამოხატვაში, შესაბამისად, ჩვენ ვუზრუნველყოფთ დედაქალაქში არსებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების სრულად გადამუშავებას. წლიური მოცულობა შეადგენს 365 ათას ტონას და ჩვენი კომპანიის მიერ მოხდება მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავებით სხვადასხვა მეორადი პროდუქტის მიღება, როგორიც არის დიზელი, ლითონი, მინა და მოხდება ასევე რეზინის გადამუშავება “, – განაცხადა გიორგი ბერიშვილმა.

 ” კა-დე-ვე ჯორჯიას“ მმართველის თქმით, მერიასთან ხელშეკრულების მოწერის შემდეგ, ერთი თვის ვადაში, შიდა ტენდერი გამოცხადდება და 18 თვის ვადაში დედაქალაქში პრობლემები მოგვარდება.

 

Share