Home » ბიზნესი » კომპანია I know – პროგრამული მხარდაჭერის სერვისების ლიდერი კომპანია
კომპანია I know - პროგრამული მხადაჭერის სერვისების ლიდერი კომპანია

კომპანია I know – პროგრამული მხარდაჭერის სერვისების ლიდერი კომპანია

კომპანია „აი ნოუ“ პირველი პროგრამული უზრუნველყოფის (სააღრიცხო და საოპერაციო სისტემები – როგორიცაა 1C, SAP B1, BPM Online და ა.შ)  მხარდაჭერისა და აუთსორსინგის კომპანიაა საქართველოში, რომელიც დაარსდა 2012 წელს. იგი ყოველწლიურად დინამიური ზრდის ტემპით ხასიათდება და ბაზარზეც მალევე მოიპოვა ლიდერის სტატუსი. ბაზრის საჭიროებების დინამიურობის ზრდიდან გამომდინარე, კომპანიის პროექტებისა და დასაქმებულთა რაოდენობა წლიდან წლამდე  ორმაგდება,  რაც მიუთითებს როგორც ბაზრის ინტერესის ზრდაზე, ასევე მიწოდებული სერვისების ხარისხსა და სტაბილურობაზე.

წლების გამნმავლობაში I KNOW -ს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან მოპოვებულმა ნდობამ, 2019 წელს შესაძლებლობა მისცა დეველოპერულ კომპანია „BDO Solutions“ თან გაეფორმებინა ხელშეკრულება, მხარდაჭერის პორტფელისა და განყოფილების მიგრაციასთან დაკავშირებით. ამის შედეგად,  კომპანია „აი ნოუ“ პროგრამულ უზრუნველყოფის ბაზარზე წარსდგა ლიდერის პოზიით და ამჟამად ემსახურება 300–ზე მეტ  მომხმარებელ კომპანიას, მათ შორის ისეთებს, როგორებიცაა – „ნესტლე“, „გალფი“, „საქართველოს ფოსტა“, „ლილო მოლი“ და ასე შემდეგ.

ზრდის პარალელურად კომპანია მუდმივად მუშაობს ხარისხის ამაღლებაზე და ყოველთვის მზად არის მხარდაჭერა გაუწიოს ახალ მომხმარებლებს მაღალხარისხიანი აიტი სერვისებით.

Share