Home » საზოგადოება » კომპანია ENKA-ს მიმართვა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს

კომპანია ENKA-ს მიმართვა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს

გვსურს გამოვეხმაუროთ, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით პეტიციის წარდგენას.
მიგვაჩნია, რომ პეტიციის ავტორებს შეცდომაში შეჰყავთ მოსახლეობა, რადგანაც ისინი ამტკიცებენ, თითქოს „ნამახვანის კასკადი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მდინარე რიონის ხეობას და ბუნებას, არამედ – ლეჩხუმის და ქუთაისის მოსახლეობასაც და რეგიონის მდგრად განვითარებას“, ყოველგვარი დასაბუთებისა და მყარი არგუმენტების გარეშე.
ჩვენ პატივს ვცემთ აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მიზანმიმართულ კამპანიასთან, რომლის ერთადერთი ამოცანაა – 800 მილიონი აშშ დოლარის ოდენიბის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის განხორციელებისთვის ხელის შეშლა და ნანახვანის ჰესების კასკადის პროექტის სრული გაჩერება.
კომპანია ENKA-ს ქვემო ნამახვანჰესთან მიმართებაში, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დუკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ პროექტი ხორციელდება უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით და სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს, ასევე „მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის” ნორმებსა და სტანდარტებთან.
კომპანიას, საინვესტიციო ვალდებულების ფარგლებში აღებული აქვს პასუხისმგებლობა, როგორც პროექტის წარმატებით განხორციელებაზე, ასევე 1600 მდე საქართველოს მოქალაქის დასაქმებაზე, პროექტის არეალში მცხოვრები მოსახლეობისთვის მიწებისა და ქონების დაკომპენსირებაზე (რაშიც დღევანდელი მდგომარეობით 30 მილიონამდე ლარი იქნა დახარჯული), 28 კმ ქუთაისი-ალპანა-მამისონის გზის მონაკვეთის მშენებლობაზე (ჯამური ღირებულება 200 მილიონი ლარი), მრავალი სოციალური პროექტის განხორციელებაზე და სხვა. ინვესტორი დიდი პასუხისმგებლობით ეკიდება აღებულ ვალდებულებებს და პირნათლად ასრულებს მათ.
ნამახვანჰესის პროექტი ქართული ენერგოსექტორის დამოუკიდებლობისთვისა და უსაფრთხოებისთვია საკვანძო მნიშვნელობას შეიცავს – კასკადის წლიური გამომუშავება 1,500.00 გგვტ.სთ იქნება, რაც წლიური მოხმარების 12%-ს აღწევს. ამასთანავე, პროექტი ორ მეგობარ ქვეყანას შორის, რომელთაც ერთმანეთთან სტრატეგიული ინტერესები აკავშირებთ, თანამშრომლობის უმაღლესი გამოხატულებაა. პროექტის განხორციელებისთვის ხელის შეშლა მიუღებელია, მისმა გაჩერებამ კი ქვეყნის საინვესტიციო კლიმატის მიმართ ნდობის დაკარგვა შეიძლება გამოიწვიოს.
Share