Home » ახალი ამბები » კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“  პრაშანტ ჯოში უხელმძღვანელებს
კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“  პრაშანტ ჯოში უხელმძღვანელებს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“  პრაშანტ ჯოში უხელმძღვანელებს

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის ,,შუახევიჰესის“ მშენებლობას ასრულებს და ოპერირებისთვის ემზადება. ოპერირებისეტაპიდან კომპანიის აღმასრულებელ დირექტორსრონი სოლბერგს, რომელიც წარმოადგენდა  ნორვეგიულ  CleanEnergy-,ცვლის ინდური კომპანია TATA Power-ის წარმომადგენელი პრაშანტ ჯოში.

პრაშანტ ჯოში 23 წელია TATA Powerში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობს.  მისი წარმატებული კარიერა 72 მეგავატი სიმძლავრის „კოპოლი ჰესის“ პროექტით დაიწყო. პრაშანტ ჯოში მართავდა მნიშვნელოვან, როგორც შიდა ასევე საერთაშორისო პროექტებს: ავტომატიზაციის, კორპორაციული მენეჯმენტის, რეგულაციების, ბიზნესის განვითარების მიმართულებით. საქართველოში ჩამოსვლამდე ის ხელმძღვანელობდა ქარის ელექტრო სადგურს –  Cennergi-ს სამხრეთ აფრიკაში,რომლის 50% მფლობელი TATA Power-ია.

კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ აჭარის ყველაზე დიდი ინვესტორი და უმსხვილესი დამსაქმებელია რეგიონში. კომპანია  ერთობლივი საწარმოა შექმნილი ინდური TataPower-ის (40%),ნორვეგიული CleanEnergy-ის (40%) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია IFC-ის (20%) მიერ. ,,შუახევიჰესის“ პროექტის ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.

Share