Home » ბიზნესი » კომპანია Admixer ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამირების საშუალებებს ნერგავს

კომპანია Admixer ქართულ ბაზარზე ციფრული რეკლამირების საშუალებებს ნერგავს

პოსტსაბჭოთა სივრცის დიჯითალ ბაზრის წამყვანი მოთამაშე კომპანია Admixer საქართველოს ბაზარზეც აფართოებს თავისი კომპეტენციის არეალს. Admixer.ge-ს 2020 წლის ოქტომბრიდან დიმიტრი ტიკარაძე აღმასრულებელი დირექტორის რანგში ხელმძღვანელობს, რომელიც, ქართველ პარტნიორებთან ნაყოფიერი თანამშრომლობის კარგი გამოცდილებით და პროფესიონალთა გუნდით უძღვება ამ საქმეს.

„მიმდინარე წელს კომპანია ტექნიკური გადაწყვეტილებების სრულ პაკეტს წარმოადგენს, რომელიც ბაზრის ქართველ მოთამაშეებს დაეხმარება, შექმნან ძლიერი ადგილობრივი პროგრამატიკული პროდუქტები. ამასთანავე, ამუშავდება ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც, შესაძლებელი გახდება ლოკალური ინვენტარისა და მონაცემების შეძენა-გაყიდვა. და კიდევ, ეს ინსტრუმენტი საერთაშორისო პროგრამატიკ-ეკოსისტემაში ინტეგრაციის შესაძლებლობასაც გააჩენს“ – აცხადებს დიმიტრი ტიკარაძე, Admixer Advertising Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი

Admixer-ის ეკოსისტემა ციფრული ბაზრის აბსოლუტურად ყველა მოთამაშის თანამშრომლობის პროდუქტიულობის ზრდას ითვალისწინებს. ესენია: საიტები, ფაბლიშერები, მედიაჰოლდინგები, ონლაინ კინოთეატრები, აპლიკაციები, სეილს-ჰაუსები, სარეკლამო ქსელები, მონაცემთა მომწოდებლები, სარეკლამო სააგენტოები და რეკლამების დამკვეთები. ეკოსისტემა მოიცავს იმ მედიასაშუალებებსაც, რომლებიც, ხშირად, არაციფრულად მიიჩნევა – ტელევიზია, OTT, რადიო, DOOH, indoor და სატრანსპორტო საშუალებები.

კომპანია Admixer ისეთი ინტერნეტგიგანტების წარმომადგენელი და პარტნიორია, როგორებიცაა: Google Marketing Platform, Viber, InMobi, Tinder, Opera და სხვ. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე ეს ახალი ეკოსისტემა  საუკეთესო საერთაშორისო პროდუქტებსა და პრაქტიკას დანერგავს.

Admixer Advertising-ის აღმასრულებელი დირექტორის ალექსანდრე ბრეუსის განცხადებით – „Admixer-ის გადაწყვეტილებების ტექნოლოგიური არქიტექტურის მიზანია, უზრუნველყოს ბაზრის მოთამაშეებს შორის მარტივი კომუნიკაცია, რათა ყველანაირი, მათ შორის ფინანსური, გარიგების პირდაპირ განხორციელების საშუალება ჰქონდეთ“.

Admixer თავის პარტნიორებს ისეთ ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს სთავაზობს, რომელთა მეშვეობით წარმატებით შეინარჩუნებენ და უფრო ეფექტურს გახდიან საბაზრო ურთიერთობებს. გარდა ამისა, შექმნიან საკუთარ პროდუქტს, ფეხს აუწყობენ მსოფლიო ტექნოლოგიურ ტენდენციებს და ამ პროცესების პარალელურად განვითარდებიან.

Admixer-ის მიზანია, ქართული ბაზრის მონაწილეებს გაუმარტივოს საქმიანი მიდგომა და ურთიერთობები ედვერთაიზერებსა და ფაბლიშერებს შორის, გააცნოს ინვენტარის მონეტიზების ახალი შესაძლებლობები და ეფექტიანი სარეკლამო კამპანიების საწარმოებლად დამატებითი ტექნოლოგიური მხარდაჭერით  უზრუნველყოს.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:

ვებგვერდი:  admixer.ge

Email:   info@admixer.ge

 

Share