Home » ფინანსები » კომერციულმა ბანკებმა 2 კვარტალში სავალუტო ოპერაციებიდან 114,9 მლნ. ლარის მოგება მიიღეს
კომერციულმა ბანკებმა 2 კვარტალში სავალუტო ოპერაციებიდან 114,9 მლნ. ლარის მოგება მიიღეს

კომერციულმა ბანკებმა 2 კვარტალში სავალუტო ოპერაციებიდან 114,9 მლნ. ლარის მოგება მიიღეს

კომერციულ ბანკებს ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მოცულობა ეზრდებათ. 2017 წლის ორ კვარტალში ბანკებმა მთლიანად ამ ოპერაციებიდან 114 953 959 ლარის მოგება მიიღეს.  კომერციული ბანკების ანგარიშგებების მიხედვით, 2017 წლის პირველ კვარტალში ვალუტის ყიდვა–გაყიდვის ოპერაციებიდან ბანკების მოგებამ 58 382 400 ლარი შეადგინა.  მეორე კვარტალში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 56,7 მილიონი ლარის მოგება მიიღეს.

კომერციული ბანკების TOP-ათეული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ. მონაცემები მოიცავს 2017 წლის პირველ კვარტალს, იმ დროს „ბანკი რესპუბლიკა ცალკე სუბიექტს წარმოადგენდა. (58 382 400 ლარი)

თიბისი ბანკი 21 382 068
საქართველოს ბანკი 19 115 633
ვითიბი ბანკი 4 356 975
ბანკი რესპუბლიკა 4 082 335
ბანკი ქართუ 2 556 845
პროკრედიტ ბანკი 2 390 051
ბაზის ბანკი 1 008 537
ტერა ბანკი 978 577
ხალიკ ბანკი 781 373
ზირაათ ბანკი საქართველო 531 704

კომერციული ბანკების TOP-ათეული ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგების მხრივ 2017 წლის ორი კვარტალი ერთად: (114 953 959 ლარი)

თიბისი ბანკი 48 405 719
საქართველოს ბანკი 40 235 523
ვითიბი ბანკი 6 956 687
პროკრედიტ ბანკი 5 499 453
ტერა ბანკი 4 672 828
ბანკი ქართუ 3 905 672
ბაზის ბანკი 1 830 303
ხალიკ ბანკი საქართველო 1 051 285
აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველო 759 552
პაშა ბანკი 582 389

წყარო: კომერსანტი 

Share