Home » ფინანსები » კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 2.32%-ით გაიზარდა

კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2021 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 930.93 მლნ ლარით (2.32%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.50%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 41.01 მლრდ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 576.89 მლნ ლარით (3.00%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 354.04 მლნ ლარით (1.70%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 2.03%-ით).

„რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2021 წლის სექტემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 6.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 5.10%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.31 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.12%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.46%-ით მეტი).

2021 წლის სექტემბრის განმავლობაში 1.63%-ით, ანუ 326.63 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 20.42 მლრდ ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 48.33 პროცენტი შეადგინა, 2021 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.32 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.24 პროცენტული პუნქტით)“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

რაც შეეხება დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციებს, საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი ოქტომბრისათვის 35.86 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 457.47 მლნ ლარით, ანუ 1.29%-ით მეტია პირველი სექტემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 1.30%-ით მეტი).

„სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების შემცირებას 127.52 მლნ ლარით, ანუ 0.81%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.85%-ით შემცირდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 584.99 მლნ ლარით, ანუ 2.96%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 3.01%-ით). დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის 39.27 პროცენტი შეადგინა. პირველი სექტემბერის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.63 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით შემცირდა 0.63 პროცენტული პუნქტით).

სექტემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.54% შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 10.70%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 0.89%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 82.97%, ხოლო ევროს წილმა 15.64% შეადგინა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

Share