Home » საზოგადოება » “კომერციული ატაშეების ინსტიტუტი ფუნქციონირებას სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებს”
"კომერციული ატაშეების ინსტიტუტი ფუნქციონირებას სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებს"

“კომერციული ატაშეების ინსტიტუტი ფუნქციონირებას სავარაუდოდ, სექტემბრიდან დაიწყებს”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ კომერციული ატაშეების ინსტიტუტი ფუნქციონირებას სექტემბრიდან დაიწყებს.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელი სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ სტრუქტურაში კომპონენტებს – „აწარმოე საქართველოში – ექსპორტი“ და „აწარმოე საქართველოში – ინვესტიციებს“ უფრო პრიორიტეტული მნიშვნელობა აქვს, კომერციული ატაშეები კი დამხმარე კომპონენტია.

„იქნება ძალზე მკაცრი შერჩევითი ნაწილი როგორც მიზნობრივი ბაზრების და შესაბამისად, ქვეყნების, ასევე კონკრეტულად მიზნობრივი კანდიდატების. ამ პროცესის დაწყებას უახლოეს პერიოდში ვაპირებთ და შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ამას დაახლოებით 3-4 თვე დასჭირდება“, – განაცხადა გახარიამ.

მინისტრის თქმით, კომერციული ატაშეები თავდაპირველად საქართველოს ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან და ეკონომიკურად ყველაზე პოტენციურ ქვეყნებში, მაგალითად, ჩინეთში, სპარსეთის ყურეში დაიწყებენ საქმიანობას.

მისივე თქმით, კომერციული ატაშეები უმაღლეს პროფესიულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ, ისინი უნდა იყვნენ ეკონომიკური, ბიზნეს განათლების მქონე პირები.

Share