Home » ახალი ამბები » კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – გამყრელიძე

კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გავუწევთ – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ ეტაპზე NCDC კომენდანტის საათის გადაწევას რეკომენდაციას ვერ გაუწევს. მისივე თქმით, ევროპის ქვეყნებმა კომენდანტის საათი საღამოს 6 საათიდან დააწესეს.

„კომენდანტის საათის გადაწევას ამ ეტაპზე ჩვენი ცენტრი რეკომენდაციას ვერ გაუწევს, იმიტომ, რომ როგორც მოგახსენეთ, ეპიდსიტუაცია არ არის სტაბილური და გაუარესების ტენდენცია აქვს. კომენდანტის საათი გახლავთ ერთ-ერთი და ზოგადად მობილობის შემცირება, არის ერთ-ერთი მთავარი იარაღი ინფექციის გავრცელების შენელების და შეზღუდვის. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენ როგორც მარტის შუა რიცხვებში გვქონდა ეპიდსიტუაცია, ამას ასე დავიჭერდით, მაშინ იყო საუბარი, რომ განიხილებოდა საათის შემცირება და გადაწევა, მაგრამ ამ ეტაპზე, ალბათ იცით დღევანდელი და გუშინდელი განცხადებები ევროპული ქვეყნების, სადაც კომენდანტის საათი დააწესეს საღამოს 6 საათიდან. ამიტომ, ამ ეტაპზე ეს არ განიხილება”, – თქვა ამირან გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, თუ ქვეყანაში არსებული დაახლოებით 5-მდე კლასტერი, ე.წ. მცირე აფეთქებები გახშირდა, მაშინ წერტილოვანი შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს.

ქვეყანაში კომენდანტის საათი გასული წლის ნოემბრიდან მოქმედებს.

Share