Home » საზოგადოება » კოკი იონათამიშვილი: უკვე მეორე მასშტაბური ანტი-კამპანიაა “ოქსფორდ-ასტრაზენეკას” ვაქცინის წინააღდმეგ

კოკი იონათამიშვილი: უკვე მეორე მასშტაბური ანტი-კამპანიაა “ოქსფორდ-ასტრაზენეკას” ვაქცინის წინააღდმეგ

“შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ ეს უკვე მეორე მასშტაბური ანტი-კამპანიაა ამ ვაქცინის წინააღდმეგ” , – ამის შესახებ “საქართველო-სამი ზღვის ინიციატივის” დამფუძნებელი, კოკი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ბანკები და ფინანსები” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

“ოქსფორდ-ასტრაზენეკას” გამოყენება დროებით ლატვიამ და ლიეტუვამაც შეაჩერეს. ევროკავშირში ბევრი ქვეყანა კვლავ აგრძელებს ამ ვაქცინის მიღებას და ჩემის აზრით სწორსაც აკეთებს. გაერთიანებულ სამეფოში 100 მოსახლეზე 40 დოზა ვაქცინაა გაკეთებული, ევროკავშირში კი 12.

გაერთიანებული სამეფო დღეს უფრო მეტ ადამიანს იცავს ვირუსისგან ვიდრე ევროკავშირის ქვეყნები და ეკონომიკასაც გაცილებით მალე გახსნის. გაერთიანებულ სამეფოში ვაქცინაციის თითქმის 45% “ოქსფორდ-ასტრაზენეკაზე” მოდის.

შეგვიძლია ასეც ვთქვათ, რომ ეს უკვე მეორე მასშტაბური ანტი-კამპანიაა ამ ვაქცინის წინააღდმეგ. პირველ ჯერზე ეჭვები არ გამართლდა და დადასტურდა, რომ ვაქცინა ეფექტურია 65 წლის და მეტი ასაკის მქონე ადამიანებისთვის.

ხუთი დღის წინ ჩემი ოჯახის 3-მა ასაკოვანმა წევრმა, 75 წელზე ზემოთ გაიკეთეს ეს ვაქცინა და თავს კარგად გრძნობენ, როგორც სხვა 17 მილიონი ადამიანი.

“ასტრაზენეკათი” აცრილ ადამიანებს კოვიდი არ დამართვიათ. ხვალ “ასტრაზენეკას” დამატებით შეფასებას გააკეთებს ევროპის მედიკამენტების სააგენტო, რაც იქნება გადამწყვეტი ევროპის ქვეყნებისთვის და რასაც დაეყრდნობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია”, – წერს იონათამიშვილი.

 

https://www.facebook.com/koki.ionatamishvili/posts/10218232337310413

Share