Home » ბიზნესი » “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია” შპს-ს ნაცვლად სააქციო საზოგადოებად გადაკეთდება
“კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია" შპს-ს ნაცვლად სააქციო საზოგადოებად გადაკეთდება

“კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯია” შპს-ს ნაცვლად სააქციო საზოგადოებად გადაკეთდება

“კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიაში” რეორგანიზაცია იწყება.

კომპანია სამართლებრივ ფორმას იცვლის და შპს -ს ნაცვლად სააქციო საზოგადოებად გადაკეთდება. ამ ეტაპზე კომპანიის კაპირალი 8,754 მლნ ლარამდეა. აქციებს 16 პირი ფლობს, მათგან ყველაზე მეტი, აქციათა 87% თემურ ჭყონიას, რომელიც სამ წევრიან სამეთვალყურეო საბჭოში შედის გიორგი ახალაძესა და შალვა გიგაიასთან ერთად.

კომპანიის დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ სტატუსის შეცვლა ბიზნეს უფრო მეტი გაფართოების შანს აძლევს.

“სააქციო საზოგადოებად გადაკეთების მიზანია უბრალოდ დახვეწილ თანამედროვე ფორმად გადაკეთება. აქამდე ყველა კომპანია ერთ ფინანსურ სისტემაში იყო, ახლა კი ყველა მათგანი ცალ-ცალკე იფუნქციონირებს“, – აცხადებს თემურ ჭყონია და აღნიშნავს, რომ ეს უფრო მეტ კრეატივს და დამოუკიდებლობას შესძენს კომპანიებს და შესაბამისად, უფრო სწრაფად გაიზრდებიან.

 

წყარო: Gbc.ge

Share