Home » ბიზნესი » „კოკა-კოკალას“ საერთაშორისო ქსელში ქართული წყალი ჩაეშვება“
„კოკა-კოკალას“ საერთაშორისო ქსელში ქართული წყალი ჩაეშვება“

„კოკა-კოკალას“ საერთაშორისო ქსელში ქართული წყალი ჩაეშვება“

„კოკა-კოკალას“ საერთაშორისო ქსელში ქართული წყალი ჩაეშვება“, – ამის შესახებ bm.ge-ის ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.

მისი თქმით, წყლების ჩამოსხმა მას შემდეგ დაიწყება, რაც მუხრანში “კოკა-კოლას“ ახალის ქარხნის მშენებლობა დასრულდება.

ბიზნესმენის ინფორმაციითვე, ქარხნის მშენებლობა ნოემბერში დასრულდება, ხოლო თბილისიდან დანადგარების გადატანას კი 4-5 თვე დასჭირდება და სრული დატვირთვით ქარხანა მომავალი წლის აპრილის ბოლოს ამუშავდება.

“მას შემდეგ, რაც მუხრანში სამშენებელო სამუშაობი დასრულდება, დავიწყებთ წყლის ჩამოსხმას და მივაწვდით იმ ქვეყნებს, კონკრეტულად კი ქარხნებს, სადაც „კოკა-კოლას“ თავის წარმომადგენლობა აქვს; ეს იქნება „კოკა-კოლას“ ბრენდის ქვეშ ჩამოსხმული წყალი. ჩვენ არ შევდივართ დისტრიბუციაში, ჩვენ უბრალოდ მივაწვდით იმ ქვეყნებს, სადაც „კოკა-კოლას“ თავისი წარმომადგენელობა აქვს”, – აცხადებს ჭყონია.

მისივე თქმით, დღეს მსოფლიოს მასშტაბით წყლის მოხმარება გაზრდილია და თუ სტატიტიკას გადავხედავთ ყველაზე მეტს სასამელებს შორის მოქალაქეები წყალს მოიხმარენ.

წყარო: bm.ge
ავტორი: თელარა გელანტია
Share