Home » საზოგადოება » კობიაშვილი: “კახა ცხადაძემ გულშემატკივარი მოატყუა”
კობიაშვილი: “კახა ცხადაძემ გულშემატკივარი მოატყუა”

კობიაშვილი: “კახა ცხადაძემ გულშემატკივარი მოატყუა”

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი ეროვნული ნაკრების ირგვლივ მომხდარ მოვლენებს ეხმაურება.

ლევან კობიაშვილი საუბრობს იმაზე, თუ რას სთავაზობდა ფეხბურთის ფედერაცია კახა ცხადაძეს.

“ფედერაცია წლიურად კახა ცხადაძის ხელშეკრულებაში 1,500,000 ლარს იხდიდა. თუ გადავთვლით, დარჩენილ ბოლო 2 წელიწადში დაახლოებით 3 მილიონი ლარია. ამას გარდა, კახასთან მომუშავე მწვრთნელებს წელიწადში 800,000 ლარი ჰქონდათ და 2 წელიწადში 1,600,000 ლარი გამოდიოდა. ეს არის თანხა, რომელიც ფეხბურთის ფედერაციამ მწვრთნელის არსებულ ხელშეკრულებაზე გაწერა.

პლიუს ამას, კახა ცხადაძეს 2015 წლის გაზაფხულზე, ე.წ “უხელფასო პერიოდში” ფეხბურთის ფედერაციამ 100,000 ლარიანი უპროცენტო სესხი გაუფორმა. ამის შემდეგ, მას ყოველთვიურად ეჭრებოდა ეს თანხა და ამ დროისთვის, დარჩენილია 50,000 დოლარი. ყოველ შეხვედრაზე კახას ამ თანხის 50%-ის ფიქსირებულ გადახდას ვთავაზობდი, ხოლო დანარჩენი ნახევრის ერთიანად გადახდას. კიდევ, თუ მსოფლიო ჩემპიონატზე გავიდოდა ამ თანხის დამატებით 50%-ს გადავუხდიდით.

მინდა, ხაზი კახა ცხადაძის იმ ტყუილს, რომელიც გულშემატკივარს მიაწოდა, რომ თურმე, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის შემთხვევაში მას ეკუთვნის 30%. კი, ხელშეკრულებაში წერია, რომ 30% ეკუთვნის, მაგრამ იმ თანხიდან, რომელსაც ფიფა მსოფლიო ჩემპიონატზე გასულ გუნდებს აძლევს. ეს არ მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ნაკრები მე-2 ადგილზე გავიდოდა, რადგან ნაკრების გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რომ მე-2 ადგილზე გასვლა არ ნიშნავს ავტომატურად მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობის მიღებას, ხოლო ჩემი შეთავაზება იყო, რომ მას გადავუხდიდი დამატებით 50% მე-2 ადგილზე გასვლის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, გაიმარჯვებდა თუ არა პლეი-ოფში საქართველოს ნაკრები და მოხვდებოდა 2018 წელს რუსეთში. ის რაც კახამ განაცხადა, აბსოლიტური ტყუილია და მან გულშემატკივარი მოატყუა, რომ ეს ყველაფერი არ შემითავაზებია და საუბარია მხოლოდ იმ 30%-ზე, რაც კონტრაქტში ეწერა”.

Goal.ge

Share