Home » საზოგადოება » კობა გვენეტაძე – საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს

კობა გვენეტაძე – საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს

საპენსიო სესხების სპეციფიკური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუნქციებს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეროვნული ბანკის შესახებ კანონის მიხედვით, ჩვენი მანდატი არის ფასების სტაბილურობა და საფინანსო სექტორის მდგრადობის უზურნველყოფა. უკანასკნელი ამოცანის შესასრულებლად, ეროვნული ბანკი ხელს უწყობს საფინანსო სექტორის სტაბილურ და ეფექტიან ფუნქციონირებას. რაც შეეხება საპენსიო სესხებს საფინანსო სისტემაში, მათი წილი დიდი არ არის, ეს არის დაახლოებით 1,1 პროცენტი და ის როგორც ასეთი გავლენას ვერ ახდენს ფინანსური სექტორის ეფექტურ საქმიანობაზე და ამ პორტფელის სპეციფიური რეგულირება სცდება ეროვნული ბანკის ფუქნციას.

მიუხედავად ამისა, რადგან საკითხი ეხება საზოგადოების ყველაზე მოწყვლად სეგმენტს, ეროვნულმა ბანკმა კანონმდებლობით მინიჭებული უფლების ფარგლებში არაერთი ღონიძიება გაატარა მომხმარებლთა უფლების დაცვის მიმართულებით. უნდა აღინიშნოს, რომ იყო პერიოდი როდესაც საპენსიო სესხები 100 %-იანი საპროცენტო განაკვეთით და უფრო მეტითაც გაიცემოდა.

საპროცენტო განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდა. ამავე დროს, მინდა გადავხედოთ საპორცენტო განკვეთის დინამიკას – 2012-13 წლებში იყო სესხები, რომელიც 100-დან 200 %-მდე ეფექტური განაკვეთით გადიოდა. 2014 წელს სესხები გაიცემოდა 53 %-იანი ეფექტური განაკვეთით, თუმცა გარკვეული კატეგორიის სესხებს ჰქონდა 80 %-იანი ეფექტური ფარგლები. 2015 წელს საშუალოდ 50 -იანი ეფექტური განაკვეთით გადიოდა, რიგ შემთხვევაში 80 %-იანით გადიოდა.

2016 წელიდან დაწყებული ეტაპობრივად იკლებს პორტფელზე საშუალო ეფექტური განაკვეთი.

2017 წლის ბოლოსთვის პორტფელზე საშუალოდ 49. 6-დან  41,7 – მდე შემცირდა ეფექტური განაკვეთი.

2018 წლის მაისიდან ბანკი მორიგ შემცირების ტალღას იწყებს და პროცენტი 42 ეფექტურიდან 33 ეფექტურამდე მცირდება.

ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევცვალეთ მოთხოვნები და მოქმედი კანონმდებლობის შესაბმისად კომერციულ ბანკებს აქვთ ვალდებულება, რომ გაუმჟღავნონ სასეხო პროდუქტებზე არსებული ეფექტური საპროცენტო განაკვეთი რაც ადრე არ ხდებოდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შედამხედველობის ქვეშ არსებული სუბიექტებისთვის დაწესებული საზედამხედელო მოთხოვნები შეზღუდევბი ან სანქიცები წარმოადგენს კონფიდეციალურ ინფორმაციას და შესაბამისად მოკლებული ვართ შესაძლებლობას გავაზიაროთ კონკრეტული ინფორმაცია,“ – ამბობს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი.

 

 

Share