Home » ფინანსები » კობა გვენეტაძე მცენარეული ზეთის გაძვირების მიზეზებს ასახელებს

კობა გვენეტაძე მცენარეული ზეთის გაძვირების მიზეზებს ასახელებს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე მცენარეული ზეთის გაძვირების მიზეზებს ასახელებს.

როგორც სებ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ზეთის ფასის ზრდა ლარის გაუფასურებას და ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე პროდუქტის ფასის მატებას უკავშირდება.

“ამ დღეებში ძალიან აქტუალურია და სოციალურ ქსელშიც ბევრჯერ ვნახე, მცენარეული ზეთის ფოტოები, რომ ფასი გაზრდილია ამ პროდუქტზე და 8 ლარი ღირს. რა თქმა უნდა, ეს კარგი არაა და სხვადახვა მიზეზითაა გამოწვეული.

ესაა ლარის გაუფასურება და ასევე, საერთაშორისო ბაზრებზე ამ პროდუქტზე ფასის ზრდა, რაც პანდემიას უკავშირდება“,- აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

businessformula.ge

Share