Home » ფინანსები » კობა გვენეტაძე: მთავარია, ქვეყანაში იყოს ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი
კობა გვენეტაძე: მთავარია, ქვეყანაში იყო ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი

კობა გვენეტაძე: მთავარია, ქვეყანაში იყოს ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი

საქართველოში არის ლარის მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, ეროვნულ ბანკს არ აქვს კონკრეტული მაჩვენებელი გაცვლით კურსთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი, ისევე როგორც სხვა ცენტრალური ბანკები, არ აკეთებენ გაცვლითი კურსის პროგნოზირებას, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტა, კობა გვენეტაძემ განუცხადა.

როგორც გვენეტაძემ აღნიშნა, მთავარია, რომ ქვეყანაში იყო ბაზრის მიერ შემოთავაზებული კურსი.

“ეს იქნება კურსი, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას, პოტენციური საგარეო შოკის შემთხვევაში, შოკი რაც შეიძლება ნაკლები საზოგადოებრივი დანახარჯებით გადაიტანოს.  ამავე დროს, გაცვლითი კურსის ასეთი რეჟიმი მნიშვნელოვანია  ქვეყნის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებისთვის.  ის ფაქტი, რომ ქვეყანამ კონკურენტუნარიანობა შეინარჩუნა, საგარეო სექტორის გაზრდილ მაჩვენებლებშიც კარგად ჩანს. ამ მიმართულებით გაცილებით მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რაზეც ეროვნული ბანკი მთავრობასთან ერთად მუშაობს, ეს არის დოლარიზაციის შემცირება ქვეყანაში”,-აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

Share