Home » ფინანსები » კობა გვენეტაძე: კურსის მერყეობისაგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია სესხი ლარში გვქონდეს
კობა გვენეტაძე: კურსის მერყეობისაგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია სესხი ლარში გვქონდეს

კობა გვენეტაძე: კურსის მერყეობისაგან თავის დასაცავად, მნიშვნელოვანია სესხი ლარში გვქონდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მეწარმეებსა და მოსახლეობას სესხის ეროვნულ ვალუტაში აღებას ურჩევს.

განმარტავს, რომ საქართველოში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მოკლევადიან პერიოდში კურსი ცვალებადია. “მეწარმეებმა და მოსახლეობამ რომ თავი დაიცვან კურსის მერყეობისაგან, მნიშვნელოვანია რომ სესხი ეროვნული ვალუტით გვქონდეს”.

გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფლაციის მოლოდინების დამატებით მოსათოკად ეროვნულმა ბანკმა მიზანშეწონილად მიიჩნია პოლიტიკის განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით, 7%-მდე გაზრდა.

“მონეტარული პოლიტიკის გაზრდით მოიმატებს განაკვეთები ლარის მიმდინარე ანგარიშებზეც. ბანკების უმეტესობა თავიანთ კლიენტებს მიმდინარე ნაშთებზე სთავაზობენ მინიმუმ ეროვნული ბანკის სადეპოზიტო განაკვეთის (დღეისათვის 5.5%) ოდენობით საპროცენტო სარგებელს. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე ბანკი არ გვთავაზობს ლარის მიმდინარე ნაშთებზე სარგებლის დარიცხვას, შესაძლებელია მივმართოთ სხვა კომერციულ ბანკს და ვისარგებლოთ ბანკებს შორის არსებული მძაფრი კონკურენციით”, – განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

Share