Home » ბიზნესი » კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

დღეიდან, 8 აპრილიდან კინოთეატრები მუშაობას განაახლებენ. მათ მაყურებლების მიღება კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვით შეეძლებათ.

ერთ-ერთი რეგულაციით, დარბაზებში მაყურებლების მხოლოდ 50%-ის დასწრებაა დასაშვები.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კინოთეატრებს მუშაობის განახლების უფლება პირველი აპრილიდან მიეცათ, თუმცა თავად კინოთეატრების გადაწყვეტილებით, მაყურებლების მიღება ერთი კვირით გადადეს.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრები, პანდემიის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში იყო დახურული.

Share