Home » მსოფლიო » კიმ ჩენ ინი ტრამპის თამაშს ოსტატურად თამაშობს
კიმ ჩენ ინი ტრამპის თამაშს ოსტატურად თამაშობს

კიმ ჩენ ინი ტრამპის თამაშს ოსტატურად თამაშობს

კიმ ჩენ ინის სამეფო კარის თამაშები  

დონალდ ტრამპი მალე თავისი კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკების წარმოებას დაიწყებს. თუ ყველაფერმა მოლოდინის მიხედვით ჩაიარა, ნახევარკუნძულზე 1950 წელს დამანგრეველი ომის შემდეგ, ტრამპი იქნება პირველი ა.შ.შ-ს პრეზიდენტი, რომელიც ჩრდილოეთ კორეის ლიდერს შეხვდება. ტრამპს. რა თქმა უნდა, აქვს წიგნი დაწერილი მოლაპარაკებაზე, მაგრამ ახლა უძრავი ქონების კონტრაქტის მაგივრად ბირთვული ომი და მშვიდობა არის მოლაპარაკების ობიექტები. მისმა დაპირისპირების პარტნიორმა კიმ ჩენ ინმაც დახვეწა “გარიგების ხელოვნება”. დენის როდმანმა, ჩრდილოეთ კორეის ხშირმა სტუმარმა, TMZ ს განუცხადა, რომ მან კიმს წიგნი მის დაბადების დღეზე 2017 წელს აჩუქა.

ტრამპმა 1987 წელს,  თავის გამოცემულ წიგნში, მკითხველებს 11 რჩევა მისცა. როგორც ჩანს კიმმა ამ რჩევების ნახევარი მაინც გამოიყენა, დაწყებული პირველიდან: იფიქრე დიდად. ზუსტად კიმმა შესთავაზა ტრამპს შეხვედრა რათა შეემსუბუქებინა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტების დატესტვის საფრთხე. თუმცა ზუსტად არავინ იცის, რაც დაადასტურა ჯონ ბალტონმა, ახალმა ეროვნულმა უსაფრთხოების დამრიგებელმა, ნამდვილად აპირებს თუ არა კიმი ჩრდილოეთ კორეის სრულ, უკანდაუხეველ განიარაღებას.

 განბირთვის ენა, რომელიც კიმმა გამოიყენა ახალი არა არის. ჩრდილეოთ კორეის და ა.შ.შ -ს ურთიერთობის მრავალხნიანი დამკვირვებლები ამ ნაბიჯს სკეპტიკურად უყურებენ. კიმის ნამდვილი მიზანი შეიძლება იყოს ა.შ.შ-სა და მის მოკავშირე სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის განხეთქილების მოწყობა. რაც შეამსუბუქებს ეკონომიურ სანქციებს რომელიც მისი ქვეყნის ეკონომიკას ახრჩობს. ზოგიერთ ადგილას, კიმმა უკვე შეცვალა ლაპარაკი. “მან ეს ოსტატურად შეასრულა” – ამბობს კონათან ბერკშირ მილერი, სინიორ სტუმარი იაპონიის საერთაშორისო საქმეების ინსტიტუტში.

 ეს შეხვედრა კიმისთვის საზოგადოებრივი ურთიერთობის გადატრიალებაა. ა.შ.შ-ს პრეზიდენტთან ერთი-ერთზე შეხვედრა ჩრდილოეთ კორეის დიდი ხნის მიზანი იყო. ტელევიზორები ჩრდილოეთ კორეაში აჩვენებენ პატარა ტოტალიტარული ბირთვული სახელმწიფოს ლიდერს, თავისუფალი ქვეყნის ლიდერთან ერთად. ეს უკვე დიდი შინაგანი დიპლომატიურ პოლიტიკური მოგებაა კიმისთვის. 27 აპრილს ის ასევე გახდა მისი ქვეყნის პირველი ლიდერი, რომელმაც 38 პარალელს გადააბიჯა. ეს პარალელი ნახევარკუნძულს ყოფს. კიმმა მომღიმარ სამხრეთ კორეის პრეზიდენტს მუნ ჯაე ინს ხელი ჩამოართვა და ურჩია ხაზის ჩრდილოეთ ნაწილს წვეოდა.

  შემდეგი რჩევა რომელიც კიმმა ტრამპის წიგნიდან გაითვალისწინა არის შემდეგი: იცოდე შენი ბაზარი – ამ შემთხვევაში ტრამპი. კიმი მიხვდა, რომ ახალნდელი თეთრი სახლის მაცხოვრებელი მზადაა დააიგნოროს ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ხალხის უფლებების შემაძრწუნებელი დარღვევები და ა.შ.შ-ს საგარეო პოლიტიკის საზოგადოების გაფრთხილებები ასეთი შეხვედრის ჩატარების თაობაზე.

  “მე სამჯერ დავესწარი ჩრდილოეთ-სამხრეთის შეხვედრას“, – ამბობს დანიელ სნაიდერი, აღმოსავლეთ აზიის ლექტორი სტანფორდში. მან გაიხსენა, რომ კიმ დაე ჯუნგმა, ყოფილმა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მოიგო ნობელის მშვიდობის პრიზი 2000 წელს ჩრდილეოთ კორეასთან შეხვედრისას.

  კიმს, თავისი უცნაური ვარცხნილობით და თეატრული გაფრთხილებებით მის მაგიდაზე ბირთვული ღილაკის შესახებ, შეიძლება არ ჭირდებოდა ტრამპის რჩევა, რომ იყოს “ცოტათი სხვანაირი ან აღმაშფოთებელი”. მაგრამ მან ნამდვილად მიაღწია წარმატებას. შემდეგ მოდის, “გამოიყენე შენი ბერკეტი”, ტრამპის წიგნში ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა. კიმმა ა.შ.შ -ს სრული, შეუქცევადი და შემოწმებული ბირთვული განიარაღების სურვილი კარგი შედეგისთვის გამოიყენა. წინა წელს მან დატესტა ბირთვული და ბალისტიკური რაკეტები, რაც ჩრდილოეთ კორეა ახლოს მიიყვანა ლოს ანჯელესში და ნიუ იორკში ჰოლოკასტის მოწყობასთან.

  დრო კიმისთვის მუშაობს. როგორც აურჩეველი დიქტატორი მის 30 იან წლებში, მას შეუძლია უფრო დიდხანს ითამაშოს ვიდრე 71 წლის ტრამპს რომელიც შეიძლება 2020 წელს გადაირჩიონ. მაგრამ ტრამპა თავისი მხარეც გააძლიერა. მან კიმის ერთადერთ თანაშემწეს ჩინეთს უბიძგა ჩრდილოეთ კორეასთან  ვაჭრობის გაემკაცრებისკენ.

  “მე ვფიქრობ ტრამპი იმსახურებს შექებას რთული სტატუს ქვოს აღებისთვის და მშვიდობის დაფუძნებისთვის”, – აცხადებს ბრემერი. 2 მაისს ტრამპმა Twitter-ზე განაცხადა, რომ ისინი სამი დაპატიმრებული ა.შ.შ ს მოქალაქის გამოშვებას უნდა დაელოდნონ.

 ახლა როცა ბურთი კიმს აქვს, არამგონია ა.შ.შ გარიგებიდან მოგებული დარჩეს. სამხრეთ კორეა, ამავდროულად, სარგებლობს გაზრდილი ეკონომიკური შემოსავლით, უფრო ნაკლები უსაფრთხოების პრობლემისგან, უკეთესი ურთიერთობით ჩინეთთან და ასევე პოტენციური გაერთიენება, რაც კორეას გერმანიის ხელა ქვეყანად აქცევს. იაპონია, ისტორიული მტერი, ამ შეხვედრიდან ყველაზე ნაკლებს მოიმკის.

ტრამპისთვის შეიძლება რთული იყოს მოლაპარაკების დროს, როგორც მან განაცხადამ კიმი წნეხის ქვეშ ყავდეს. აპრილში, ჩრდილოეთ კორეის ბალისტიკური ტესტების შემდეგ, Global Times-მა განაცხადა რომ დროა პიონგიანგის ტონის ცვლა დასაჩუქრდეს საერთაშორიოს სანქციების შეჩერებით.

 აქედან კიმი ყველაზე მეტს იგებს. სანქციებმა ჩრდილოეთ კორეა მძიმედ დააზიანეს. სანამ ნამდვილი, ოფიციალური, ხელმისაწვდომი ინფორმაცია არ არის ცნობილი ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ეს უდაოდ ღარიბი ქვეყანაა. სამხრეთ კორეის ცენტრალური ბანკის მიხედვით, ჩრდილოეთ კორეის მშპ  დაახლოებით $30 მილიარდი იყო 2016 წელს, სამხრეთ კორეის $1.4 ტრილიონთან შედარებით. გაერომ ასევე დიდი როლი ითამაშა, ჩრ. კორეის ექსპორტის $1.9 მილიარდამდე დაყვანამდე, წინა წლის $3.5 მილიარდიდან. ამან ჩრდილოეთ კორეა ჩინეთზე დამოკიდებული დატოვა, რადგან მისი ექსპორტების 86 პროცენტი ჩინეთზე მოდის.

შედეგს მოყოლილმა წნეხმა უცხო ვალუტაზე, კიმი მოლაპარაკებებამდე მიიყვანა, განაცხადა ბლუმბერგის ეკონომისტმა. ერთი რჩევა ტრამპის წიგნში, რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას, არის რომ მონახო ბევრი ალტერნატივები იმ შემთხვევაში თუ მოლაპარაკები ისე არ წარიმართა როგორც ელიან. გასაუბრების არასწორად წასვლამ ორ კაცს შორის, რომელბიც ერთმანეთს არც თუ ისე დიდი ხნის წინ დასცინოდნენ როგორც “გონებრივად არეულს” და “პატარა რაკეტა კაცას”, შეიძლება ნახევარკუნძული ომამდე ისე მიიყვანოს თითქოს მოლაპარაკებები საერთოდ არ ყოფილა.

ზაზა ხორბალაძე
მომზადებულია Bloomberg-ის მიხედვით

Share