Home » მსოფლიო » კიმ ჩენ ინი: ომს არავისთან განვიხილავთ – ჩრდილოეთ კორეის მთავარი მტერი თავად ომია

კიმ ჩენ ინი: ომს არავისთან განვიხილავთ – ჩრდილოეთ კორეის მთავარი მტერი თავად ომია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღების განვითარება აუცილებელია აშშ-ის მტრული პოლიტიკის ფონზე.

კიმ ჩენ ინის თქმით, ფხენიანი შეიარაღების განვითარებას არა ომის დაწყების, არამედ თავდაცვის გაძლიერების მიზნით ახორციელებს.

„ჩვენ ომს არავისთან განვიხილავთ. საუბარია იმაზე, რომ თავიდან ავიცილოთ ომი და ფაქტობრივად, ომის შემაკავებელი ფაქტორები გავზარდოთ ეროვნული სუვერენიტეტის დასაცავად. ჩრდილოეთ კორეის მთავარი მტერი თავად ომია“, – აღნიშნა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

კიმ ჩენ ინმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის განცხადება, რომ ის ჩრდილოეთ კორეის მიმართ მტრულად განწყობილი არ არის, რთულად დასაჯერებელია.

„სამხრეთ კორეის შეუზღუდავი და სახიფათო მცდელობა, გააძლიეროს თავისი ჯარი, კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო ბალანსს ანადგურებს და სამხედრო არასტაბილურობასა და საფრთხეს ზრდის“, – განაცხადა ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა.

imedinews.ge

Share