Home » საზოგადოება » ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2016–ის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, EDU.ARIS.GE-მ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს მაია მიმინოშვილს, აბიტურიენტებისთვის მისი მთავარი გზავნილის დასახელება სთხოვა.

“დღეს განსაკუთრებული დღეა. ვისაც ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდები ელის, მათთვის ჩემი უმორჩილესი რჩევა და თხოვნაა, რომ დაანებონ დღეს ყველაფერს თავი, დაისვენონ, დადებითი ემოციებით დაიტვირთონ და ის გააკეთონ, რაც მათ ყველაზე მეტად სიამოვნებთ.

თუმცა, ვურჩევ არ გადაიღალონ და ფიზიკურად არ დაიტვირთონ. პირიქით, პოზიტიური ემოციებით დაიტვირთონ. ხვალ კი ჩვენი დღეა. ჩვენ ავართ ვალდებულები ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ აპლიკანტებს მისაღები საგამოცდო პირობები შევუქმნათ”,– განაცხადა მაია მიმინოშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებში წელს 38 500–ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 22 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება.

Share