Home » ბიზნესი » ხოდორკოვსკის კომპანიის ორი მასშტაბური პროექტი თბილისში

ხოდორკოვსკის კომპანიის ორი მასშტაბური პროექტი თბილისში

რატომ დაინტერესდა “იუკოსის” ყოფილი მფლობელი საქართველოს ბაზრით?

რუს ბიზნესმენ და პოლიტიკოს მიხეილ ხოდორკოვსკისთან დაკავშირებული კომპანია Quadrum Property Group-ი თბილისში, ასათიანის ქუჩაზე მშენებარე მულტიფუქციურ საცხოვრებელ სახლში პირველ ეტაპზე 30 მილიონი დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

როგორც „კომერსანტს“ კომპანია Quadrum Property Group-ის და East Point-ის მარკეტინგის სამსახურის წარმომადგენელმა თეა ლომინაძემ განუცხადა, პროექტი  გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

2_09

დანარჩენ დეტალებზე კომპანიის წარმომადგენელი არ საუბრობს და აცხადებს, რომ დაზუსტებული ინფორმაცია, თუ როდის დაიწყება გაყიდვები და როდის დასრულდება მშენებლობა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

რატომ დაინტერესდა “იუკოსის” ყოფილი მფლობელი მიხეილ ხოდორკოვსკი საქართველოსბაზრით?

ექსპერტი დემურ გიორხელიძე მიიჩნევს, რომ ერთ-ერთი პირველი ფაქტორი უსაფრთხოების მეტი გარანტიებია. მისი განცხადებით, თუ საქართველოში ნელ-ნელა დალაგდება სიტუაცია, ქვეყანას არაერთი “ხოდორკოვსკი” გაუჩნდება.

„საქართველო არ წარმოადგენს ისეთ ქვეყანას, სადაც ჩადებულ ინვესტიციებს, შესაძლოა, საფრთხე შეექმნას. ამ მოსაზრებითაც კი სრულიად გასაგებია მისი დაინტერესება. თანაც მას შეიძლება, აქ ჰყავს ისეთ ადამიანები, რომლებსაც ენდობა. ამასთან, კომუნიკაციის თვალსაზრისით თბილისი ძალიან მოხერხებულია და თუ ნელ-ნელა დავალაგებთ სიტუაციას. აქ არაერთი “ხოდორკოვსკი” მოვა და გააკეთებს ბიზნესს. დღეს ნამდვილად ვერავინ იტყვის იმას, რომ საქართველოში ჩადებული ფულს, შესაძლოა, ხელისუფლების მხრიდან საფრთხე დაემუქროს“,- აცხადებს დემურ გიორხელიძე.

ექსპერტი გია ხუხაშვილი კი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ობიექტები იმდენად პატარა აქტივებია, რომ საუბარი საქართველოში ხოდორკოვსკის ბიზნესინტერესებზე არასერიოზულია.

„არ მგონია, რომ აქ რაიმე ინტერესებზეა საუბარი. ეს არის ძალიან პერიფერიული, იმდენად მცირე, რომ შეიძლება არც იცოდეს ამ აქტივების არსებობის შესახებ, შესაბამისად, საქართველოში ხოდორკოვსკის ინტერესებს სკეპტიკურად ვუყურებ“,- აღნიშნავს გია ხუხაშვილი.

ხოდორკოვსკის კავშირი საქართველოში არსებულ ორ დიდ დეველოპერულ პროექტთან გასულ წელს Forbes.com-მა გამოააშკარავა. საუბარი იყო სავაჭრო და გასართობ ცენტრEastPoint Tbilisi–ზე, რომელიც კახეთის გზატკეცილზე გასულ წელს გაიხსნა დასაბურთალოზე, ასათიანის ქუჩაზე, ყოფილი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ტერიტორიაზემიმდინარე, Tbilisi Gardens-ის პროექტზე, რომელიც საცხოვრებელ კომპლექსს წარმოადგენს.გამოცემა წერდა, რომ ამ ორ პროექტს აერთიანებს კომპანია Quadrum Global–ი, რომლისმართვის ქვეშაა ორი მილიარდი დოლარის აქტივები, მათ შორის უძრავი ქონება აშშ–ში, დიდბრიტანეთში, ვიეტნამში, უკრაინასა და საქართველოში.

Quadrum Global–ი მართავს ფონდ Quadrum Atlantic SPC–ს, რომლის ინვესტორთა სტრუქტურასრუსული „ფორბსი“  მაიამი–ბიჩის ადმინისტრაციის საიტზე გაეცნო.

კერძოდ, ფონდის თანამფლობელებს შორის მოხსენებულია 6 ტრასტი კუნძულ გერნსიდან,რომლის სარგებლის მიმღებებად დასახელებულნი არიან „იუკოსის“ ყოფილი პარტნიორები– მიხეილ ხოდორკოვსკი, პლატონ ლებედევი, ვლადიმირ დუბოვი და მიხაილ ბრუდნო.

Quadrum Property Group–ის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, TBILISI GARDENS–ი – ესაა პროექტი, რომელიც გულისხმობს თბილისში დახურული მაღლივისაცხოვრებელი მიკრორაიონის მშენებლობას, სადაც 150 ათასი კვადრატული მეტრისსაცხოვრებელი ფართი შეიქმნება.  პროექტში 130 მილიონი დოლარის ინვესტირება მოხდება,გაყიდვები ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე პროცესი არ დაწყებულა.

ხოდორკოვსკი ნავთობკომპანია “იუკოსის” ყოფილი მფლობელია, რომელზეც მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა.

ხოდორკოვსკი 2003 წელს დააკავეს. სასამართლომ მას თაღლითობისთვის, ქონების მითვისებისა და გადასახადის დამალვისთვის 8 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. 2010 წელს ხოდორკოვსკი და მისი პარტნიორი პლატონ ლებედევი სასამართლომ ნავთობმომპოვებელი კომპანიებისგან ნავთობის მიტაცებისა და დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხების გათეთრებაში ცნო დამნაშავედ და მეორედ გაასამართლა. ხოდორკოვსკის პატიმრობის ვადა 2014 წლის აგვისტოში ეწურებოდა. ის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭის ოლიმპიადის დაწყებამდე, 2013 წლის დეკემბერში შეიწყალა.

წყარო: commersant.ge

Share