Home » საზოგადოება » ხედვები განსხვავებული მასშტაბიდან – რას ელის პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილისგან ბიზნესი
ხედვები განსხვავებული მასშტაბიდან - რას ელის პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილისგან ბიზნესი

ხედვები განსხვავებული მასშტაბიდან – რას ელის პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილისგან ბიზნესი

როგორ აისახება პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ბიზნესზე, – ქართული საქმიან წრეებში ჯერ არ იციან. არც ის იციან დასჭირდება თუ არა  ჩრდილიდან გამოსულ ექს-პრემიერს მათი აზრების მოსმენა.

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქართული ბიზნესის  და ყველაზე მდიდარი ქართველს ბიზნესის მასშტაბებს შორის „ძალიან დიდ ზღვარზე“ აღნიშნავს, ამბობს, რომ მისი ბიზნესის მასშტაბი და შესაძლებლობები იმდენად შორსაა ქართულ ბიზნესთან და მასშტაბთან,  მათზე არ არის დამოკიდებული ორი მხარის კომუნიკაცია.

ჭყონია პარალელს ვერ ავლებს ივანიშვილის პრემიერობის პერიოდსა და „დაბრუნებას“ შორის, რადგან მისი თქმით, საუბარია განსხვავებულ რეალობებზე.

„როდესაც ივანიშვილი პრემიერი იყო, ეს იყო დასაწყისი და შესაბამისად, სახელმწიფო სხვა პრობლემების წინაშე იდგა, თუნდაც პოლიტიკურ ნაწილში. ახლა კი გარდამავალი პერიოდია და შემიძლია ეკონომიკური აღორძინების ხანა ვუწოდო“, – ამბობს Coca- Cola-ს ფრანჩიზას მფლობელი თემურ ჭყონია.

ჭყონია აღნიშნავს, რომ აუცილებელია იყოს სამართლიანობა და თავისუფლება შემოქმედებაში – „ბიზნესი და მთავრობა ერთი ორგანული ნაწილია, როგორც მთავრობას სჭირდება ბიზნესი, ისე ბიზნესს მთავრობა, სხვა შემთხვევაში არაფერი გამოვა“.

GBC.GE

Share