Home » საზოგადოება » “ხადური ბოლო დროს სერიოზულ ფინანსისტად ჩამოყალიბდა”
"ხადური ბოლო დროს სერიოზულ ფინანსისტად ჩამოყალიბდა"

“ხადური ბოლო დროს სერიოზულ ფინანსისტად ჩამოყალიბდა”

“ბოლო დროს, ნოდარ ხადური ძალიან გაძლიერდა და სერიოზულ ფინანსისტად ჩამოყალიბდა”, – ამის შესახებ “ბიზნესკონტრაქტს” ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა. ერთ-ერთ მიზეზად ჭყონია ფინანსთა მინისტრის ბოლო განცხადებას ასახელებს, სადაც ნოდარ ხადურმა აღნიშნა, რომ ლუდის აქციზის გადახედვის თხოვნით მთავრობა პარლამენტს მიმართავს.

“ჩემი სურვილია, რომ არსებული ეკონომიკური გუნდი დარჩეს მთავრობაში და არ შეიცვალოს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ხადურიც ძალიან გაძლიერდა ბოლო დროს. დასაწყისში იმდენად ძლიერი არ იყო, ახლა ძალიან სერიოზულ ფინანსისტად ჩამოყალიბდა და ამის ხელიდან აგშვება არ შეიძლება.  პარლამენტში შედის ის საკითხები რომელსაც ეკონომიკური გუნდი აყალიბებს.

ვფიქრობ რომ ნოდარ ხადურის ბოლო განცხადება, ლუდის აქციზე ძალიან პოზიტიურია და ხადურმაც გადადგა ბიზნესისკენ ნაბიჯი.

ეკონომიკური გუნდი უცვლელად უნდა დარჩეს და ამ კუთხით ცვლილებები არ უნდა იყოს”, – განაცხადა ხადურმა.

Share