Home » მსოფლიო » კატალონიის მთავრობამ მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა
კატალონიის მთავრობამ მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა

კატალონიის მთავრობამ მარიხუანას ლეგალიზება მოახდინა

კატალონიაში მარიხუანას მოხმარება, გაშენება და გავრცელება ლეგალიზებულია გახდა, მას შემდეგ რაც 67,500 პეტიცია იქნა შეგროვებული.  ის ადამიანები, რომლებიც ნარკოტიკებს საჯაროდ მოიხმარენ, კანონის შესაბამისად დაისჯებიან. როგორც ცნობილია 127 დან 118 მინისტრმა მხარი დაუჭირა ახალ რეგულაციებს მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით.

სპეციალური, არაკომერციული, დამოუკიდებელი კლუბების მეშვეობით შესაძლებელი იქნება მარიხუანას მოპოვება და მოხმარება. ამისათვის კი საჭიროა კლუბში რეგისტრაცია. კლუბს არ ექნება უფლება წელიწადში 150 კილოგრამ ნედლ მარიხუანაზე მეტი რაოდენობის მოყვანის.

ცნობილი გახდა, რომ შაბათს ნევადა გახდება ამერიკის მეხუთე შტატი სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული იქნება.

ლევან ლაგვილავა

Share