Home » ახალი ამბები » კასპში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ
კასპში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაურტადთ

კასპში საბავშვო ბაღებს რეაბილიტაცია ჩაუტარდათ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, კასპში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით რეაბილიტირებული საბავშვო ბაღები დაათვალიერა. 2014-2016 წელს ქალაქ კასპში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 26 ბაგა-ბაღს.

პროექტის ფარგლებში ამორტიზებული და მწყობრიდან გამოსული საბავშვო ბაღის შენობები გარემონტდა, მოეწყო სასადილო ოთახები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა სველ წერტილებს, ყველა საბავშვო ბაღში დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის სისტემა. კასპის ბაგა-ბაღების რეაბილიტაციაზე ჯამში 1 391 912 ლარი დაიხარჯა. შესრულებული სამუშაოების შედეგად, 2016 წელს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში კასპში მცხოვრები 1572-მდე აღსაზრდელი დადის. მაშინ როცა, 2013 წლამდე, მუნიციპალურ ამორტიზებულ ბაგა-ბაღებში მხოლოდ 1040 ბავშვი დადიოდა.

14991171_1334452193254566_6734425232111499076_o

14976704_1334451976587921_3329592449585233640_o

Share